გადავხედე ჩემს მიერ შექმნილი პროექტის საქაღალდეს. გადავამოწმე, შემდეგ დავდე ფოსტის დისკზე და გავაზიარე. გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს. ტრენერს გადავუგზავნე ჩემი ბლოგის მისამართი.
პროექტის სწავლება
Sunday, May 3, 2015
Sunday, April 26, 2015
მოდული 7
გავაგრძელე მუშაობა შემდეგ პუნქტებზე :დიფერენცირებული სწავლება ,რომელშიც შედის სპეციალური საჭიროებები,არაქართულენოვანი მოსაწავლეები,მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები. შემდეგ შევედი პუნქტში სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები,სადაც მიუთითე ტექნოლოგია, ბეჭვდითი მასალა,ინვენტარი და ინტერნეტრესურსები.
Tuesday, April 21, 2015
მოდული 6
ამ დღეს შევედი სახელმძღვანელოში. გადმოვწერე შეფასების რუბლიკის ნიმუშები .. ავირჩიე კრიტერიუმები, რომელიც შესაბამისობაში მოვიდა ჩემს ნამუშევართან.შევადგინე რუბლიკა. გავაგრძელე გეგმაზე მუშაობა და სასწავლო პროცედურების პუნქტი შევავსე.
Sunday, April 19, 2015
მოდული 5
ამ დღეს ბლოგზე შევქმენი ფურცლები. დავამატე გაჯეტები ტექსტისა და სურათების და ფურცლები. დავამატე მთავარი ზოლი. შევცვალე გაჯეტების სახელი. მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბლიკაზე დავიწყე მუშაობა.
Tuesday, April 7, 2015
მოდული 4
დაწერილ პროექტებში ვნახე ნამუშევრები.შემდეგ კი მივიღე გადაწყვეტილება , რომ დამემზადებინა ბუკლეტი თემაზე" ცივი ომის დროინდელი კონფლიქტები".
Sunday, April 5, 2015
მოდული 3
მე დღეს გავაგრძელე გეგმაზე მუშაობა. შევადგინე შეფასების დროის ჩარჩო. გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტის მოკლე მონახაზი. ჩამოვწერე საბაზისო უნარ-ჩვევები. გავეცანი ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს და სახელმძღვანელოდან გადმოვწერე გამოყენებულ ლიტერატურის შაბლონები.
Tuesday, March 31, 2015
მოდული 2
ვიმუშავე პროექტის გეგმაზე. დავწერე პროექტის მოკლე შინაარსი.მივუთითე დონე. გადმოვწერე ეროვნული სასწავლო გეგმა,შევარჩიე ინდიკატორები.ჩამოვაყალიბე პროექტის შედეგები. ჩემს მიერ არჩეული თემის მიხედვით ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი კითხვები.ეს არის ზოგადი კითხვები,თემატური და შინაარსობლივი. ასევე თემასთან დაკავშირებით შევარჩიე შესაბამისი სურათი.მოცემული კითხვები ბავშვებს მისცემს საშუალებას უკეთესად გაანალიზონ მოცემული თემა და უფრო საინტერესოდ წარმოაჩინონ ეპოქის მანკიერი თუ დადებითი მხარეები. ,
Subscribe to:
Posts (Atom)